← Back to list

ზღაპრული ღამე ლისაბონში. ტრუბინის გოლი 98–ე წუთზე და ფლეიოფის საგზური!

გუშინ, 28 იანვარს გაიმართა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტური, სადაც ერთმანეთს ლისაბონის ბენფიკა და რეალ მადრიდი დაუპირისპირდნენ. ეს…

lukalukava · 2026-01-29 19:50 · 0 claps · 2.6 min read
#football #champions-league #benfica #real-madrid
Open on Medium ↗
Wiki topics: ⚽ · Football / Soccer

ზღაპრული ღამე ლისაბონში. ტრუბინის გოლი 98–ე წუთზე და ფლეიოფის საგზური!

გუშინ, 28 იანვარს გაიმართა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტური, სადაც ერთმანეთს ლისაბონის ბენფიკა და რეალ მადრიდი დაუპირისპირდნენ. ეს შეხვედრა ერთ-ერთი ყველაზე დრამატული და არაპროგნოზირებადი გამოდგა მიმდინარე გათამაშებაში, რომელშიც გამარჯვება პორტუგალიელებმა მოიპოვეს, ანგარიშით 4–2. ამ მოგებით ბენფიკამ 24 გუნდში შეძლო მოხვედრა და იბრძოლებს მერვედფინალურ ეტაპზე მოსახვედრად, ხოლო სამეფო გუნდი ჩამოქვეითდა და ტოპ 8 საუკეთესო გუნდს მიღმა დარჩა (მე-9 ადგილი).

⭐ ძირითადი მოვლენები და გოლები

შეხვედრის დასაწყისი სხვებისგან განსხვავებით არცისე კლასიკური იყო. გუნდებმა მალევე თითო-თითო ბარათები მიიღეს. პირველი გოლი მატჩის 30-ე წუთზე კილიან მბაპემ გაიტანა, რასაც 6 წუთში მასპინძლების მიერ ანგარიში გათანაბრება მოჰყვა. ბენფიკას აუცილებლად მოგება სჭირდებოდა, ასევე სხვა თამაშების შედეგებიც წყვეტდა ყველაფერს, ამიტომ ლისაბონელები პირველი ტაიმის მიწურულს გააქტიურდნენ და პენალტი მოიპოვეს, რომელიც პავლიდისმა გოლად აქცია (45+5' წუთი).

პირველი ნახევრისგან განსხვავებით მასპინძლებმა, მეორე ტაიმში უფრო მოუმატეს თამაშს და მათი გარჯაც 54-ე წუთზე გოლით დაფასდა. ბენფიკას შემტევმა შელდერუპმა დუბლი გაიფორმა (3–1), ხოლო ორივე მომენტში მას საგოლე გადაცემა პავლიდისმა გაუკეთა. ამის შემდეგ რეალიდან თამაში თავის თავზე ფრანგმა ვარსკვლავმა აიღო და გაშვებული ბურთიდან 4 წუთში მოახერხა ანგარიშის შემცირება (3–2). სტუმრებმა იგრძნეს თამაში, რის შემდეგაც მთლიანი ძალებით მეტოქის ნახევარზე იმყოფებოდნენ და ლისაბონელებს ისღა დარჩენოდათ, რომ კონტრშეტევაზე ყოფილიყვნენ კონცენტრირებულნი.

მატჩის ბოლო წუთები ძალიან დაძაბული გამოდგა. ბენფიკაზე საკუთარი თამაშის გარდა, ასევე პარალელური მატჩების შედეგებიც მოქმედებდა. ბრიუგე სახლში დამაჯერებლად უგებდა მარსელს, რომელიც (ეს უკან-ასკნელი) შანსს კარგავდა ფლეიოფისთვის ბრძოლაში, ხოლო ახლა ჯერი მათივე თანაქალაქელებზე იყო, რომლებიც ატლეტიკ ბილბაოსთან სტუმრად მე-80 წუთისთვის ფრეს თამაშობდნენ. ამ შედეგით ბენფიკა შემდეგ ეტაპზე ვერ გადიოდა, აუცილებელი იყო ორბურთიანი სხვაობა რეალთან და ბასკების მარცხი.

დაძაბულ ფონზე უხეშობებმაც იმატა, განსაკუთრებით მადრიდის ფეხბურთელების მიერ. მატჩს 5 წუთი დაემატა, რა დროსაც დამატებულ მეორე წუთზე ასენსიომ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა. მალევე 96-ე წუთზე არასპორტული მოქმედების გამო ცვლილებაზე შემოსულმა როდრიგომ ზედიზედ ორი ბარათი მიიღო და ბოლო წუთებში რეალი ორი კაცით ნაკლები დარჩა. ზუსტად ამ მომენტში სტადიონზე, გულშემატკივრებს შორის დიდი ზარზეიმი იყო, ეს ყველაფერი გამოწვეული იყო იმით, რომ პარალელურ მატჩში სპორტინგმა 94–ე წუთზე მესამე გოლის გატანა მოახერხა და თამაშს იგებდა, რაც იმას ნიშანვდა, რომ თუ ბენფიკა კიდევ ერთ გოლს გაიტანდა ფლეიოფის საგზურს მოიპოვებდა. სწორედ ამ დრო დამატებულ 98-ე წუთზე რეალის საწინააღმდეგოდ დაინიშნა სტანდარტი, მთლიანი გუნდი მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან იყო, რა დროსაც ბენფიკას მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მაურინიომ საკუთარ მეკარეს, ტრუბინს ანიშნა, რომ ისიც ჩასულიყო საჯარიმოში. აურსნესის ზუსტი ჩაწოდების შედეგად ბენფიკას ურკაინელმა მეკარემ ულამაზესი თავურით შესძლო გოლის გატანა და ბოლო წამებზე მის გუნდს მოუტანა ჩემპიონთა ლიგის ფლეიოფის საგზური (4–2).

ლისაბონის ბენფიკა 24 საუკეთესო გუნდში მოხვდა, ჟოზე მაურინიოს ლეგენდარულმა აურამ კი ზენიტს მიაღწია. ანატოლი ტრუბინი გახდა მესამე მეკარე ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც თავით გაიტანა გოლი. რაც შეეხება რეალს, სამეფო კლუბი მე-9 ადგილს დასჯერდა და დაელოდება ფლეიოფის კენჭისყრას, რომელიც ჩვენი დროით ხვალ 30 იანვარს 15:00 საათზე დაიწყება.

ანატოლი ტრუბინი

ანატოლი ტრუბინი


메타데이터
post_id
07df9a5ac3cd
slug
ზღაპრული-ღამე-ლისაბონში-ტრუბინის-გოლი-98-ე-წუთზე-და-ფლეიოფის-საგზური-07df9a5ac3cd
url
https://medium.com/@lukava62/%E1%83%96%E1%83%A6%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A6%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94-%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98-98-%E1%83%94-%E1%83%AC%E1%83%A3%E1%83%97%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%92%E1%83%96%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-07df9a5ac3cd
canonical_url
https://medium.com/@lukava62/%E1%83%96%E1%83%A6%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A6%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94-%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98-98-%E1%83%94-%E1%83%AC%E1%83%A3%E1%83%97%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%92%E1%83%96%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-07df9a5ac3cd
author_url
https://medium.com/@lukava62
status
ok
fetched_at
2026-07-14 20:56:14