ადამიანის სხეულის სტრუქტურული შემადგენლობა
სხეულის სტრუქტურები ხშირად განიხილება ორგანიზაციის დონეებად, რომლებიც სირთულით თანდათან იზრდება:
ადამიანის სხეულის სტრუქტურული შემადგენლობა

სხეულის სტრუქტურები ხშირად განიხილება ორგანიზაციის დონეებად, რომლებიც სირთულით თანდათან იზრდება:
👉 ქვემდგომ დონიდან უმაღლესამდე:
- ატომური ნაწილაკები — ელექტრონები, პროტონები, ნეიტრონები
- ატომები — ელემენტარული ქიმიური ერთეულები (მაგ. ჟანგბადი, ნახშირბადი)
- მოლეკულები — ატომების გაერთიანება (მაგ. წყალი, დნმ)
- ორგანელები — უჯრედის შიდა სტრუქტურები (მაგ. ბირთვი)
- უჯრედი — სიცოცხლის ძირითადი ერთეული
- ქსოვილები — ერთნაირი უჯრედების ჯგუფი, რომლებიც ერთ ფუნქციას ასრულებენ
- ორგანოები — სხვადასხვა ქსოვილის ერთობა, რომელიც კონკრეტულ ფუნქციას ასრულებს (მაგ. გული)
- ორგანული სისტემები — ორგანოების ჯგუფები, რომლებიც ერთად მუშაობენ (მაგ. საჭმლის მომნელებელი სისტემა)
- ორგანიზმი — მთლიანად მოქმედი ცოცხალი არსება მაგალითად თქვენ
ორგანიზაციის დონეები
ნებისმიერი რამ ამ სამყაროში შედგება უნიკალური ელემენტებისგან, როგორიცაა მაგალითად ჟანგბადი, ნახშირბადი, წყალბადი და აშ, თავად ეს ელემენტები კი ატომების ერთობლიობისგან შედგება, მაგალითად ნახშირბადი მოიცავს ნახშირბადის ატომების ერთობლიობას, თავად ატომები კი შედგებიან სუბატომური ნაწილაკებისგან ( პროტონი, ნეიტრონი და ელექტრონი) როდესაც ატომები ერთმანეთთან დაკავშირდებიან წარმოიქმნება მოლეკულა.
უჯრედი არის ყველაზე მცირე ზომის დამოუკიდებლეი ფუნქციონალური ორგანიზმი, თუნდაც ბაქტერია რომელიც დამოუკიდებელი ფუნქციური როგანიზმია გააჩნია უჯრედული სტრუქტურა, ყველა ბაქტერიას 1 უჯრედი აქვს, ადამიანის ანატომიის ყველა ცოცხალი სტრუქტურა შეიცავს უჯრედს, და თითქმის ყველა ფუნქცია ადამიანის ფიზიოლოგიის არის შესრულებული უჯრედის მიერ
ადამიანის უჯრედი ჩვეულებრივ შედგება მოქნილი მემბრანებისგან, რომლებიც გარს აკრავს ციტოპლაზმას — წყლის ბაზაზე შექმნილ უჯრედულ სითხეს — და ასევე შეიცავს პატარა ფუნქციურ ერთეულებს, რომლებსაც ორგანელებს უწოდებენ.
ქსოვილი არის ჯგუფი ერთმანეთის მსგავსი უჯრედების, რომლებიც მუშაობენ შეთანხმებულად გარკვეული ფუნქციის შესასრულებლად.
ორგანო არის სხეულის ანატომიურად განსხვავებული სტრუქტურა, რომელიც შედგება ორი ან მეტი ტიპის ქსოვილისგან, თითოეული ორგანო ასრულებს ერთ ან მეტ სპეციფიკურ ფიზიოლოგიურ ფუნქციას (ტვინი, გული, ფილტვები, თირკმელები და ღვიძლი)
ორგანოთა სისტემა სხვა და სხვა ორგანოებისგან შემდგარი ჯგუფი, რომლებიც ერთად მუშაობენ ძირითადი ფუნქციების შესასრულებლად ან სხეულის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, მაგალითად სასუნთქი სისტემა სადაც ცხვირი, ტრაქეა , ფილტვები ბრონქები, დიაფრაგმა ორგანიზებულად მუშაობენ.
ორგანიზმი (თავად შენხარ) უმაღლესი დონეა. ორგანიზმი არის ცოცხალი არსება, რომელსაც აქვს უჯრედული სტრუქტურა და შეუძლია დამოუკიდებლად შეასრულოს სიცოცხლისთვის საჭირო ყველა ფიზიოლოგიური ფუნქცია. მრავალუჯრედიან ორგანიზმებში, მათ შორის ადამიანშიც, ყველა უჯრედი, ქსოვილი, ორგანო და ორგანოთა სისტემა ერთად მუშაობს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
메타데이터
- post_id
- 43028817fcbc
- slug
- ადამიანის-სხეულის-სტრუქტურული-შემადგენლობა-43028817fcbc
- url
- https://medium.com/@amikgo/%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%93%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90-43028817fcbc
- canonical_url
- https://medium.com/@amikgo/%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%93%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90-43028817fcbc
- author_url
- https://medium.com/@amikgo
- status
- ok
- fetched_at
- 2026-07-19 22:08:37