რატომ გადადგა ერდოღანმა ეს ნაბიჯი ახლა?
იმამოღლუს დაკავების ბრძანება არის პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი, ვიდრე კორუფციული სკანდალი ან სხვა ქეისი.
რატომ გადადგა ერდოღანმა ეს ნაბიჯი ახლა?

იმამოღლუს დაკავების ბრძანება არის პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი, ვიდრე კორუფციული სკანდალი ან სხვა ქეისი.
სტამბულის მერის წინააღმდეგ წლებია რამდენიმე საქმე იყო აღძრული და მას სხვადასხვა ფლანგზზე ებრძოდნენ, თუმცა მისი დაკავებას და ციხეში გაშვებას არავინ ელოდა, მათ შორის არც მე…
რატომ გადადგა ახლა ერდოღანმა ეს ნაბიჯი ახლა?
უკანასკნელ თვეებში თურქეთის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე გეოპოლიტიკურმა პროცესებმა ერდოღანი დაარწმუნა იმაში, რომ ზუსტად ახლო იყო დრო ამ ნაბიჯის გადასადგმელად.
1. ხელსაყრელი საგარეო პოლიტიკური კონტექსტი
საერთაშორისო დინამიკა ამჟამად ერდოღანის სასარგებლოდ მუშაობს.
შეერთებულ შტატებში მოსული ახალი ადმინისტრაცია დიდწილად უგულებელყოფს დემოკრატიულ ღირებულებებს, რაც შეუძლებელი იყო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს.
ტრამპის ადმინისტრაციის თავდაპირველი პასუხი იმამოღლუს დაპატიმრებაზე გულგრილი იყო,ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ ეს იყო “თურქეთის საშინაო საკითხი” და რომ აშშ ამაში არ ჩაერეოდა.
გარდა ამისა გავრცელდა ინფორმაცია, რომ მხარეები ურთიერთობების აღდგენაზე იმუშავებენ, რაც გულისხმობს ორმხვირვი ურთიერთობების გაუმჯობესებას, სანქციების მოხსნას, მოერიშე გამანადგურებლების F-16 და F-35საკთხის საბოლოოდ მოგვარებას და ა.შ. ზუსტად ამის გამო სატელეფონო საუბარი შედგა ერდოღანსა და ტრამსპ შორის, რაც დადებითად შეფასდა და ახლო მომავალში მოსალოდნელია თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი აშშ-ში.
ევროპა, რომელიც გაურკვევლობის წინაშე დგას ტრამპის რუსეთთან დაახლოების გამო — განსაკუთრებით მისი ახლად დაწყებული თაფლობის თვე პუტინთან და პოტენციური ნორმალიზება უკრაინის ხარჯზე — თურქეთს ხედავს უმნიშვნელოვანეს მოთამაშედ დასავლური უსაფრთხოების მომავალ არქიტექტურაში.
ამ გეოპოლიტიკურმა ვითარებამ დაგვანახა, რომ ევროპა იმამოღლუს დაპატიმრებაზე მხა არ ამოიღო და შემოიფარგლა მცირე განცხადებებით და ტვიტებით.
ხოლო თურქეთის სამხედრო წარმატებამ სირიაში ასევე გააძლიერა ერდოღანის რეგიონალური გავლენა და გაზარდა მისი პოპულარობა ქვეყნის შიგნით.
- დაქსაქსული ოპოზიცია
ხელისუფლების მთავარი მიზანი იყო ოპოზიციური ფლანგის და კერძოდ სახალხო რესპუბლიკური პარტიის მაქსიმალურად დასუსტება. 2023 წლის საპარლანმენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ეს ასე ჩანდა, თუმცა 2024 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ოპოზიციის ტრიუმფმა ხელისუფლება გააბრაზა და ნაწილობრივ დაასუსტა კიდეც.
ერდოღანისთვის მიუღებელი აღმოჩნდა იმამოღლუს გამარჯვება და ხელისგფლება ვერ ეგუებოდა იმ ფაქტს, რომ მათ სტამბული დაკარგეს. ის ცნობილი გამონათქვამი დღემდე აქტუალურია, რომ ვინც სტამბულში იმარჯვებს, მთელ თურქეთში იმარჯვებს… ხელისუფლებას ეს კარგად ესმის…
იმამოღლუს გამარჯვების და ძლიერი მხარდაჭერის ერთ-ერთი მთავარი კომპონენეტი იყო ქურთი ამომრჩევლები და სხვა ოპოზიციური პარტიებიდან წამოსული ამომრცევლები, მას ოფიციალური ალიანსი დემ-თან არ ჰქონდა გაფორმებული, თმცა მის სესახებ ყველამ იცოდა. სტამბულში მეორე ტრიუმფი და ერდოღანის კანდიდატის დამცირება დიდწილად დემ პარტიის და სხვა ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერით მოხდა.
ზუსტად ამის გამოა, რომ ხელსიფლებამ “შერიგების პოლიტიკა” დაიწყო და მოლაპარაკებები ქურთისტანის მუშათა პარტიასთან აწარმოა (PKK), ამით კი შეეცადა ყველა არსებული პრო ქურთული პარტიისა თუ ორგანიზაციის გულის მოგება. ოჯალანის მიერ იარაღის დაყრის ბრძანება და მისი პატიმრობიდან სავარაუდო გათავისფლება ამას ემსახურება.
ამასთან ერთად, ერთ ერთი მიზანი არის დემ პარტიის დაქსაქსვა და იქიდან მიღებული პოტენციური მხების ერდოღანის პარტიაზე და ადგილზე მის მცირე მოკავშირეებზე განაწილებაა.
პირველი შედეგიც დავინახეთ…
იმ დროს, როცა იმამოღლუს მხარდამჭერები პროტესტის ნიშნად შეიკრიბნენ სტამბოლის მერიასთან და დაკავებას აპროტესტებდნენ, დემ-ის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა ქალაქში ნოვრუზის გრანდიოზულ ზეიმებში,სადაც ერდოღანი მივიდა და მათ დღესასწაული მიულოცა. ჯერ ჯერობით უცნოაბია რას მოიმოქმედებს დემ პარტია, რადგან არც ხელუსფლებასთან სურთ დაპირსპირება და არც ოპოზიციური ფლანგიდან გარიყულობას.
- დრო ერდოღანის მხარეზეა
ნებისმიერ პოლიტიკური პროცესი, რომელიც დროში იწელება საბოლოოდ მმართველი გუნდის სასარგებლოდ მთავრდება.
საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებამდე სამი წელი დარჩა. ისიც არ ვიცით ვადამდელი არჩევნები საერთოდ შედგება თუ არა. ქუჩის დემონსტრაციები არ ვიცით რამდენს ხანს გაგარძელდება, ასევე უცნობია ოპოციზიის გეგმა, რადგან გახლეჩილი ოპოზიციის მმართვა ბევრად ადვილია.
CHP-საც დამატებითი საფრთხე ემუქრება.
ამჟამად მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს CHP-ის თავმჯდომარის ოზგურ ოზელის თანამდედობიდან გადაყენებას. რადგან საქმეში ნათქვამია, რომ ოზელმა თავისი თანამდებობა პარტიის დელეგატების მოსყიდვით უზრუნველყო.
იმისათვის, რომ სასამართლომ არ დანიშნოს პარტიაში მთავრობის რწმუნებული, ოზელმა დანიშნა პარტიის ყრილობა, რომელიც დაახლოებით 10 დღეში ჩატარდება.
ხელსიფლების მხრიდან პარტიის საქმეში უხეში ჩარევის შემთხვევაში, ვვარაუდობენ, რომ ქემალ ქილიჩდაროღლუს პარტიის თავმჯდომარის პოზიციაზე დაბრუნება იქნება მოსალოდნელი.
იმავდროულად, ჯერ კიდევ არსებობს შესაძლებლობა, რომ მთავრობამ დანიშნოს სტამბულის მუნიციპალიტეტის რწმუნებული, თუ იმამოღლუს ტერორიზმთან დაკავშირებული ბრალდება “დამტკიცდება”. რა თქმა უნდა, ესეც პოლიტიკური ნაბიჯი იქნება ხელისუფლების მხრიდან.
დასკვნა
ბოლოს იმის დამატება შემიძლია, რომ სტამბულში დროებით რწმუნებულის დანიშვნით ერდოღანი თურქეთის მეგაპოლისს ხელში ჩაიგდებს და სახალხო რესპუბლიკური პარტიაში ქემალ ჩილიჩდაროღლუს დაბრუნებით, ოპოზციას დროებით დაასუსტებს, რადგან პარტიაში შიდა დაპირისპირება დაიწყება და იმამოღლუს ამბავი მეორახარისხოვანი გახდება
메타데이터
- post_id
- 59e080b46763
- slug
- რატომ-გადადგა-ერდოღანმა-ეს-ნაბიჯი-ახლა-59e080b46763
- url
- https://medium.com/@kamranosmanli1453/%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9B-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%93%E1%83%92%E1%83%90-%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%A6%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%91%E1%83%98%E1%83%AF%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%90-59e080b46763
- canonical_url
- https://medium.com/@kamranosmanli1453/%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9B-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%93%E1%83%92%E1%83%90-%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%A6%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%91%E1%83%98%E1%83%AF%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%90-59e080b46763
- author_url
- https://medium.com/@kamranosmanli1453
- status
- ok
- fetched_at
- 2026-07-23 14:22:47