← Back to list

ელექტრონული კომერცია (P1)

საწყისები და აწმყო

Giorgi Japaridze · 2024-05-09 12:47 · 0 claps · 5.7 min read
#veli #store #business #ecommerce #georgia
Open on Medium ↗

ელექტრონული კომერცია (P1)

საწყისები და აწმყო

55 წარმატებული ბიზნესმოდელიდან, ველი ეფუძნება ელექტრონულ ვაჭრობას

ნიმუშის აღწერა

ელექტრონული ვაჭრობის ბიზნესმოდელით კომპანიის ტრადიციული პროდუქტები და მომსახურება მომხმარებელს ინტერნეტარხების საშუალებით მიეწოდება, რაც ფილიალების ინფრასტრუქტურის შენარჩუნება-შენახვასთან დაკავშირებულ ზედმეტი ხარჯის პრობლემას ხსნის.

ადამიანებისთვის მოსახერხებელია სასურველი პროდუქტის თუ სერვისის ონლაინ ძიება, შეუძლიათ შეთავაზებები ერთმანეთს შეადარონ, არ უწევთ მგზავრობის ხარჯების გაღება და სასურველ პროდუქტს დაბალ ფასად ყიდულობენ

კომპანიები თავიანთი პროდუქტებისა და მომსახურებების ხელმისაწვდომობით და ამით შუამავლების რაოდენობის შემცირებით, საცალო გაყიდვებისთვის საჭირო სივრცის ამოღებითა და ტრადიციული არამიზნობრივი რეკლამის შეწყვეტით სარგებლობენ.

ელექტრონული ვაჭრობა, რომელიც კომპიუტერული მოწყობილობების საყოველთაოდ ათვისების შედეგია, პროდუქტების და მომსახურებების ელექტროსისტემის საშუალებით ონლაინ ყიდვა-გაყიდვას ეხება

დღესაც ბიზნესი და ინფორმაციული ტექნოლოგიები განვითარებას განაგრძნობს, თუმცა ელექტრონული კომერციის ზუსტი განზომილებების განსაზღვრა მაინც რთულია. ვლადიმირ ზვასი, International Journal of Electronic Commerce-ის მთავარი რედაქტორი ამბობს: “ელექტრონული ვაჭრობა სატელეკომუნიკაციო არხებით ბიზნესინფორმაციის გაზიარება, ბიზნესურთიერთობების შენარჩუნება და ბიზნესტრანზაქციების განხორციელებაა”.

ელექტრონული ვაჭრობა პროდუქტებისა და მოსმახურებების პირდაპირი გაყიდვების გარდა, ადამიანებს მომსახურებისთვის საჭირო უზრუნველყოფასაც მოიცავს

პროდუქტების ვირტუალურად გაყიდვას, ჩვეულებრივ, რეალურად რეალიზაციასთან შედარებით ერთი მნიშვნელოვანი ნაკლი აქვს: მომხმარებელს ვირტუალურად პროდუქტის შემოწმება, შეფასება იქამდე არ შეუძლია, სანამ არ იყიდის

ეს ნაკლი რომ გაბათილდეს, საჭიროა, კლიენტს სხვა სარგებელი მკაფიოდ მიეწოდოს (ყველაფერთან ერთად ისიც უნდა უზრუნველყოთ, რომ დროისა და ადგილის მიუხედავად, პროდუქტი ყოველთვის და ადვილად ხელმსიაწვდომი იყოს ადამიანებისთვის.) გარდა ამისა, მომხმარებლებს სურთ, ბაზარი უფრო გამჭირვალე იყოს-მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ პროდუქტთან ან/და მომსახურებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღონ, სხვა მომხმარებელთა მიერ დაწერილ კომენტარებსა და შეფასებებს გაეცნონ.

მეორე მხრივ, ვინაიდან კლიენტს ონლაინ პროდუქტების მოძიება, ასორტიმენტის გაფილტვრა და ზოგადად, ნავიგაცია მარტივად შეუძლია, მისთვის პროდუქტების ფართო არჩევანის შეთავაზება პრობლემა არ არის.

ელექტრონული ვაჭრობის ბიზნესმოდელს კომპანიის ყველა დონეზე და ნებისმიერი მიამრთულებით შეუძლია გავლენის მოხდენა. მაგალითად, გაყიდვების დეპარტამენტს შეუძლია, გაყიდვების სტრატეგიის ოპტიმიზაციის მიზნით, ბაზა გამოიყენოს და სიღრმისეულად გააანალიზოს სხვადასხვა მეთოდით.

შედეგად, ადამიანები კონკრეტულად მათზე მორგებულ რეკლამებსა და რეკომენდაციებს იღებენ. თავად კომპანიას კი შეუძლია, უფრო მეტ კლიენტს მინიმალური დამატებითი დანახარჯების გაღებით მისწვდეს.

ინტერნეტით სარგებლობის შესაძლებლობა და, შესაბამისად, ამა თუ იმ პროდუქტსა თუ სერვისზე წვდომა მართლაც გლობალური მოვლენაა.

ელექტრონულმა ვაჭრობამ შესაძლოა გაყიდვების დამატებითი არხის როლიც შეასრულოს, რომლის მეშვეობითაც გაციფრულებული პროდუქტების დამახასიათებელი სარგებლის გამოყენება იქნება შესაძლებელი.

როდესაც ადამიანი ციფრულ მუსიკას, ფილმს ან პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტს იწერს, ეს ინტეგრირებული გაყიდვების მეშვეობით სწრაფად ხდება და ყველა აუცილებელი პროცედურა ვირტუალურად, რიგში ლოდინის გარეშე ხორციელდება.

წარმოშობის ისტორია

ელექტრონული ვაჭრობა 60 წელზე მეტია, რაც არსებობს, კერძოდ 1948–49 წლებიდან-ბერლინის ბლოკადის შემდეგ გაჩნდა, მოგვიანებით, მონაცემთა ელექტრონული გაცვლის (EDI) განვითარება ელექტრონული ვაჭრობის თანამედროვე ფორმის წინამორბედი გახდა.

1960-იან წლებში ელექტრონული მონაცემების საერთო სტანდარტის შესამუშავებლად ინდუსტრიის მრავალრიცხოვანმა სექტორმა ერთად იმუშავა.

თავდაპირველი ფორმატი ექსკლუზიურად მხოლოდ შესყიდვების, ტრანსპორტირებისა და ფინანსური მონაცემებისთვის შეიქმნა და ძირითადად დარგთაშორის ტრანზაქციებში გამოიყენებოდა.

სექტორებს შორის პირველები, რომლებმაც EDI განავითარეს და შემდგომ გამოიყენეს კიდეც, საცალო, საავტომობილო, თავდაცვისა და მძიმე მრეწველობის ინდუსტრიები იყო.

მონაცემების გლობალური სტანდარტი 1970–1990-იან წლებში შემუშავდა. მსგავსი EDI სისტემა თავიდან ძალიან ძვირი ჯდებოდა და მათ მხოლოდ ბიზნესები იყენებდნენ.

ფართო საზოგადოებისთვის ინტერნეტის მზარდმა ხელმისაწვდომობამ ელექტრონული ვაჭრობის განვითარებასა და სახელცვლილებაში კატალიზატორის როლი შეასრულა.

დღეს ელექტრონული ვაჭრობის ტრადიციული არხები ნელა, მაგრამ უკვე დამაჯერებლად მიიწევს ინტერნეტის სრული შესაძლებლობების გამოყენებისკენ. მასზე წვდომა უკვე კერძო პირებსაც შეუძლიათ

ინოვატორები

კომპანია, რომელმაც ელექტრონული ვაჭრობის მოდელი სრულყო, Amazon-ია.

ჯეფ ბეზოსმა წიგნების გამყიდველი ფირმა 1994 წელს დააარსა და ერთი წლის შემდეგ, რაც ელექტრონული ვაჭრობის პლატფორმა და ვებგვერდი აამუშავა, პირველი წიგნიც გაყიდა.

ვინაიდან Amazon-ი ლოჯისტიკური თვალსაზრისით ბევრად ნაკლები შეზღუდვების წინაშე იდგა, ვიდრე შენობებში განთავსებული ჩვეულებრივი მაღაზიები, ბევრად ფართო არჩევანსაც სთავაზობდა. სტაბილურმა ზრდამ და გლობალურმა გაფართოებამ კომპანიას ახალი პროდუქტების ასორტიმენტების მუდმივად დამატების საშუალება მისცა.

ელექტრონული კომერციის მოდელმა Amazon-ს შეკვეთისა და დისტრიბუციის ინტეგრირებული სისტემა შეაქმნევინა და მასზე წვდომა ონლაინპლატფორმების საშუალებით სხვა საცალო მოვაჭრეებსაც გაუხსნა.

Asos-ი ვაჭრობის ბრიტანული მაღაზიაა, რომელიც ონლაინ საცალოდ ვაჭრობს და თავის მომხმარებელს მოდისა და სილამაზის სხვადასხვა პროდუქტს სთავაზობს. კომპანიას ტანსაცმლის საკუთარი ხაზიც აქვს და ვებგვერდზე ელექტრონული ვაჭრობის საწარმოებლად მარტივ და ადვილად გამოსაყენებელ პლატფორმას იყენებს.

Asos-ი ფილიალების ინფრასტრუქტურისა და შუამავლების ხარჯებს ამცირებს. შედეგად, კლიენტს არაჩვეულებრივ მომსახურებას კონკრეტულ ფასად სთავაზობს. ეფექტური ვებგვერდი და საკუთარ პროდუქციაზე გლობალური წვდომა კომპანიას 160 ქვეყანაში მილიონობით მომხმარებელთან აკავშირებს

1999 წელს შექმნილი Zappos.com-ი, ამერიკაში ფეხსაცმლის ონლაინ საცალოდ გმაყიდველი უმსხვილესი მაღაზიაა. ის ელექტრონული კომერციისთვის შექმნილ ვებგვერდის საშუალებით ადამიანებს ფეხსაცმლის ფართო არჩევანს სთავაზობს. კომპანიამ თავისი ასორტიმენტი კიდევ უფრო გააფართოვა და ძირითად პროდუქტებს აქსესუარები, ტანსაცმელი, სპორტული ინვენტარი, სათვალეები და სახლის ნივთები დაამატა.

ახლა, მას შემდეგ, რაც Amazon-თან გაერთიანდა, ცდილობს მომხმარებელს ონლაინყიდვის მარტივი გამოცდილება შეუქმნას და პროდუქტის სწრაფი მიწოდება უზრუნველყოს.

პროცესის ოპტიმიზაციისა და შუამავლებზე ზედმეტი ხარჯის დაზოგვის მიზნით, პროდუქტებს თავად ასაწყობებს და დისტრიბუციასაც საკუთარ თავზე იღებს.

ინფრასტრუქტურისა და შუამავლების ხარჯების შემცირებით ონლაინვაჭრობის ბიზნესმოდელის გამოყენების შედეგი დაბალი ფასები, ონლაინშესყიდვების მოსახერხებელი სისტემა და პროდუქტების სწრაფად მიწოდების სერვისთან გაერთიანებული არაჩვეულებრივი მომსახურებაა, რაც კიდევ უფრო ბევრ კლიენტს აკავშირებს კომპანიასთან, შედეგად, მეტ შემოსავალს იღებს.

2002 წელს დაარსებულ Flyeralarm-ის 300 000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი უმსხვილესი პოლიგრაფიული კომპანიაა.

ადამიანები შეკვეთებს ელექტრონულად აკეთებენ, იღებენ ფლაერებს, ჟურნალ-გაზეთებს, საოფისე მასალებს, დაბრენდილ აქსესუარებს, ბროშურებსა და სხვა პროდუქციას. ფორმატს, ზომას, ფერებს, ქაღალდის ხარისხს, ნამუშევრის რაობას და სხვა პარამეტრებს კლიენტები აკონტროლებენ, რის შემდეგაც 24 საათის განმავლობაში მზა შეკვეთა მისდით.

Flyeralarm-ი ინტერნეტკომერციისთვის გამიზნული ვებგვერდის არაჩვეულებრივი მაგალითია. ბეჭვდის პროცესი მთლიანად ავტომატიზირებულია, კომპანია შუამავლების გვერდის ავლით ხარჯებსაც ამცირებს, იმავდროულად, მომხმარებელს Flyeralarm-ის შემოთავაზებული სწრაფი, ეფექტიანი მომსახურება და იაფი საბეჭდი მასალები იზიდავს.

გამჭირვალობის გაზრდისა და ხარჯების შემცირების მიზნით, არაერთი კომპანიის შესყიდვების განყოფილება B2B პლატფორმას ეყრდნობა.

ონლაინვაჭრობის პლატფორმები მრავალ შესაძლებლობას სთავაზობს კომპანიებს, რომლებიც პარტნიორებს კარს უხსნიან.

მაგალითად, ჭანჭიკებისა და ხელსაწყოების მარაგები ეწურებათ, ახლებს Lowe-ს ან/და Home Depot-ს ავტომატურად შეუკვეთავენ, შეიძლება საჭირო ინვენტარი პირდაპირ მწარმოებლებისგან, მაგალთად Wxrth-ისგან გამოიწერონ.

ავტომატურ შეკვეთებსა და შედეგად, გაძლიერებულ ეფექტურობას პროდუქტებზე მზარდი მოთხოვნა და მათ შორის კავშირები ადგენს.

გაციფრულების მსგავსად, ელექტრონული ვაჭრობაც უდიდეს შესაძლებლობებს ფლობს. ამ უკანასკნელმა მთლიანად შეცვალა შესყიდვების თითქმის ყველა ფორმა, ახლა ონლაინ, ალბათ, ყველაფრის ყიდვა და თითქმის ნებისმიერი B2C ტრანზაქციის განხორციელება შეიძლება.

ტრადიციული ონლაინმარკეტინგისა და ტრანზაქციების მართვის უპირატესობები ისედაც ნათელია, მაგრამ ვაჭრობის ელექტრონულ ფორმას ფარული სარგებელიც აქვს. განუზომლად დიდი მოცულობის ინფორმაცია, ტრანზაქციების შესახებ (არსებული) მონაცემები და საძიებო სისტემებით სარგებლობა ბევრს გვპირდება.

მიუხედავად იმისა, რომ დასავლურ საზოგადოებაში მონაცემების გაზიარებასთან დაკავშირებით სულ უფრო მეტი კითხვები ჩნდება, სამომავლოდ ამ ტექნოლოგიებს კომერციული მოგების წყაროდ გამოიყენებენ, რადგან სწორედ ისინი ქმნის მომხმარებლისთვის ფასეულობას.

B2B შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ ელექტრონული ვაჭრობის არსებობამ ეკენომიკური ეფექტურობის უზრუნველყოფა და ტრანზაქციების ხარჯების შემცირება შეძლო.

VELI.STORE

ქართული ელ.კომერციის პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, შეიძინოს ყველაფერი ერთ სივრცეში, როგორც ყოველდღიური საყოფაცხოვრებო ნივთები, ისე ექსკლუზიური ბრენდები და ამით დაზოგოს ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი — დრო.

საყიდლების ციფრული ველი საკუთარი საწყობით ოპერირებს, რისი დამსახურებითაც საქართველოში სწრაფ და მოქნილ მიწოდების ახალ სტანდარტს ქმნის.

“ველიში გვჯერა, რომ დრო ადამიანების სამსახურში უნდა იყოს, ამიტომ ვამარტივებთ საყიდლების რუტინას და ვქმნით ონლაინ შოპინგის საუკეთესო გამოცდილებას საქართველოში.”

Veli.store პოზიციონირდა, როგორც წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმა საქართველოში, რომელიც გთავაზობთ პროდუქციის მრავალფეროვან ასორტიმენტს და უწყვეტ სავაჭრო გამოცდილებას. საკუთარი საწყობით, სწრაფი და მოქნილი მიწოდების პასუხისმგებლობით, Veli.store-მა შექმნა ახალი სტანდარტი ონლაინ შოპინგისთვის რეგიონში.

Veli.store-ს აქვს პოტენციალი ინოვაციებისა და გაფართოების მიზნით. ერთ-ერთი შესაძლებლობა არის გაფართოებული პერსონალიზებული სავაჭრო გამოცდილების დანერგვა, მონაცემთა ანალიტიკისა და მანქანათმცოდნეობის ალგორითმების გამოყენება ინდივიდუალური მომხმარებლის პრეფერენციებზე რეკომენდაციების მორგებისთვის. ამან შეიძლება გააძლიეროს მომხმარებელთა კმაყოფილება და გაზარდოს გაყიდვები.

გარდა ამისა, კომპანიას შეუძლია გამოიკვლიოს პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესაძლებლობები ადგილობრივ ბიზნესებთან და ბრენდებთან, რათა გააფართოვოს თავისი პროდუქტების კატალოგი და მიაღწიოს მომხმარებელთა ახალ სეგმენტებს.

საქართველოს მდიდარ კულტურულ მრავალფეროვნებაზე წვდომით Veli.store-ს შეუძლია მოამზადოს უნიკალური შეთავაზებები, რომლებიც გავა უფრო ფართო აუდიტორიაზე.

ასევე , ლოჯისტიკაში და ინფრასტრუქტურაში ინვესტირებამ მიწოდების დროისა და საიმედოობის გასაუმჯობესებლად შეიძლება კიდევ უფრო გააძლიეროს Veli.store-ის, როგორც ბაზრის ლიდერის პოზიცია.

მომხმარებელთა ხელმისაწვდომობისა და კმაყოფილების პრიორიტეტის მინიჭებით, ველის შეუძლია განაგრძოს დიფერენცირება კონკურენტულ ლანდშაფტში და განავითაროს ზრდა ელექტრონული კომერციის სექტორში.

მთლიანობაში, ველი კარგად არის განლაგებული მომავალი წარმატებისთვის, ინოვაციებისა და გაფართოების უამრავი შესაძლებლობებით საქართველოს ელექტრონული კომერციის დინამიურ ბაზარზე და არამხოლოდ…

ადამიანებზე ორიენტირებული მიდგომით და ღირებულების მიწოდებაზე ფოკუსირებული Veli.store მზად არის გამოიყენოს განვითარებადი ტენდენციები და განავითაროს მუდმივი ზრდა და წარმატება რეგიონში.


메타데이터
post_id
bbdc26ad17d0
slug
ელექტრონული-ვაჭრობა-bbdc26ad17d0
url
https://medium.com/@giorgijaparidzed/%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%95%E1%83%90%E1%83%AD%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90-bbdc26ad17d0
canonical_url
https://medium.com/@giorgijaparidzed/%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%95%E1%83%90%E1%83%AD%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90-bbdc26ad17d0
author_url
https://medium.com/@giorgijaparidzed
status
ok
fetched_at
2026-07-23 21:41:05