← Back to list

On-Demand Rendering Swift-ში, ოპტიმიზაციის მეთოდი iOS აპლიკაციებისთვის

iOS დეველოპმენტში, ეფექტური და რესურსდაზოგვითი მიდგომები კრიტიკულად მნიშვნელოვანია. On-demand rendering (მოთხოვნის საფუძველზე რენდერინგი)…

Andria Gvaramia · 2024-12-09 14:22 · 15 claps · 2.5 min read
#ondemand-app-development #ios #swift #ქართული #ქართულად
Open on Medium ↗
Wiki topics: 📱 · Mobile Development

On-Demand Rendering Swift-ში, ოპტიმიზაციის მეთოდი iOS აპლიკაციებისთვის

iOS დეველოპმენტში, ეფექტური და რესურსდაზოგვითი მიდგომები კრიტიკულად მნიშვნელოვანია. On-demand rendering (მოთხოვნის საფუძველზე რენდერინგი) არის ერთ-ერთი ასეთი ტექნიკა, რომელიც საშუალებას იძლევა, რესურსები და ელემენტები მხოლოდ მაშინ გამოირჩეს, როცა ეს მომხმარებლის ან აპლიკაციისთვის აუცილებელია.

SwiftUI-ში on-demand rendering ავტომატურად ხდება, რადგან იგი lazy loading პრინციპს ეფუძნება. კომპონენტები და Views მხოლოდ მაშინ რენდერდება, როცა მათზე მოთხოვნა არსებობს (ანუ მის ვიზუალიზაციის ნახვს ვცდილობთ). თუმცა, უფრო დეტალურად მომდევნო სტატიაში გავაანალიზებ SwiftUI ის ნაწილს, ხოლო ამ სტატიაში ვეცდები ეს მიდგომა SwiftUI თან შედარებით უფრო ხნიერ UIKit ის მაგალითებზე აგიხსნათ.

ეს მეთოდი განსაკუთრებით სასარგებლოა დიდი რაოდენობის მონაცემებისა და დინამიური ელემენტების მართვისას, რაც აპლიკაციის მუშაობას ამსუბუქებს და მომხმარებლის გამოცდილებას აუმჯობესებს (ხოიცით ჭეშმარით აიოეს დეველოპერს ეფლის რეკომენდაციები უბის წიგნაკით დააქ და ეს აბზაცი სწორედ ამ წიგნაკიდანაა😂).

ახლა კიდე არააიოსელთა ენაზეც რომ ვთქვა მის ბენეფიტებზე ორიოდე სიტყვა: მეხსიერების ეფექტურობა: როცა ელემენტები მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში იტვირთება, ოპერატიული მეხსიერება (RAM) ნაკლებად იტვირთება, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია მობილურ მოწყობილობებში, სადაც რესურსები შეზღუდულია.

პროცესორის დატვირთვა: პროცესორი არ ხარჯავს რესურსებს იმ ელემენტების გენერაციაზე, რომლებიც ეკრანზე არ ჩანს. მაგალითად, დიდი სიების ან რთული 3D ობიექტების რენდერინგისას on-demand rendering ხელს უშლის არასაჭირო გამოთვლებს.

3 რატომ ის პრინციპი on-demand rendering ზე

  1. რესურსების დაზოგვა: მხოლოდ საჭირო ელემენტები იტვირთება, რაც მეხსიერებისა და პროცესორის დატვირთვას ამცირებს.
  2. სწრაფი შესრულება: რენდერინგი ხდება რეალურ დროში, რაც ინარჩუნებს აპლიკაციის პასუხის სისწრაფეს.
  3. მოქნილობა: დინამიურად შეგიძლიათ დაამატოთ ან განაახლოთ ელემენტები მონაცემთა ცვლილებისას.

როგორ მუშაობს on-demand rendering?

  1. Lazy Loading (ზარმაცი ჩატვირთვა): მხოლოდ მაშინ იტვირთება ელემენტი, როცა ის პირველად ხდება ხილვადი ან საჭიროა მისი გამოყენება.
  2. Caching (ქეშირება): ერთხელ რენდერირებული ელემენტები ინახება ქეშში, რათა განმეორებითი გამოყენებისას ხელახლა არ იყოს საჭირო მათი გენერაცია.
  3. Event-Driven Rendering (მოვლენებზე ორიენტირებული რენდერინგი): რენდერინგი ხდება მხოლოდ მაშინ, როცა მომხმარებელი კონკრეტულ ქმედებას ასრულებს (მაგ., სქროლავს, არჩეულ ელემენტზე აჭერს და ა.შ.).

მაგალითი: სურათების რენდერინგი UICollectionView-ში

განვიხილოთ შემთხვევა, სადაც გვაქვს UICollectionView, რომელიც ასახავს დიდი რაოდენობის სურათებს.

ტრადიციული მიდგომა

ტრადიციული მიდგომისას, ყველა სურათი წინასწარ იტვირთება და რენდერირდება, რაც დიდ რესურსს საჭიროებს.

class PhotoGalleryViewController: UIViewController {
    let images = (1...100).map { UIImage(named: "photo_\($0)")! } // ყველა სურათი იტვირთება

    override func viewDidLoad() {
        super.viewDidLoad()
        // UICollectionView-ის კონფიგურაცია
    }
}

on-demand rendering-ის მიდგომა

ამ მიდგომით, მხოლოდ ის სურათები იტვირთება, რომლებიც რეალურად ჩანს ეკრანზე.

class PhotoGalleryViewController: UIViewController {
    let imageNames = (1...100).map { "photo_\($0)" } // სურათების სახელები
    var imagesCache: [String: UIImage] = [:] // ქეშირების მექანიზმი

    override func viewDidLoad() {
        super.viewDidLoad()
        // UICollectionView-ის კონფიგურაცია
    }

    func loadImage(for indexPath: IndexPath) -> UIImage {
        let imageName = imageNames[indexPath.row]
        if let cachedImage = imagesCache[imageName] {
            return cachedImage // ქეშირებული სურათის დაბრუნება
        } else {
            if let image = UIImage(named: imageName) {
                imagesCache[imageName] = image // ქეშში დამატება
             }
            return image
        }
    }
}

მაგალითი: რთული UI ელემენტების დინამიური რენდერინგი

UITableView-ის ან UICollectionView-ის გამოყენებისას, on-demand rendering-ი საშუალებას გაძლევთ, დიდი რაოდენობის მონაცემების ასახვა მხოლოდ იმ ელემენტებისთვის, რომლებიც ეკრანზეა.

class LargeDataViewController: UIViewController {
    let data = Array(1...1000).map { "ელემენტი \($0)" }

    func tableView(_ tableView: UITableView, cellForRowAt indexPath: IndexPath) -> UITableViewCell {
        let cell = tableView.dequeueReusableCell(withIdentifier: "cell", for: indexPath)
        cell.textLabel?.text = data[indexPath.row] // მხოლოდ საჭირო მონაცემი იტვირთება
        return cell
    }
}

დასკვნა

On-demand rendering არის მძლავრი ინსტრუმენტი, რომელიც iOS დეველოპერებს საშუალებას გვაძლევს, ეფექტურად ვმართოთ აპლიკაციის რესურსები და ოპტიმიზაცია განვახორციელოთ. ეს მიდგომა განსაკუთრებით გამოდგება დინამიური და დიდი მოცულობის მონაცემების აპლიკაციებში, როგორიცაა სურათების გალერეა, ცხრილები ან მულტიმედიური კონტენტი.

Swift-ში ამ ტექნიკის გამოყენებით შეგიძლიათ შექმნათ სწრაფი, მოქნილი და მომხმარებელზე ორიენტირებული აპლიკაციები რაცაც შემდეგ სტატიებში იხილავთ 🥳 .


메타데이터
post_id
cb3fcbb67f0c
slug
on-demand-rendering-swift-ში-ოპტიმიზაციის-მეთოდი-ios-აპლიკაციებისთვის-cb3fcbb67f0c
url
https://medium.com/@gvaramiaandria1/on-demand-rendering-swift-%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%96%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%97%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%98-ios-%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-cb3fcbb67f0c
canonical_url
https://medium.com/@gvaramiaandria1/on-demand-rendering-swift-%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%96%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%97%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%98-ios-%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-cb3fcbb67f0c
author_url
https://medium.com/@gvaramiaandria1
status
ok
fetched_at
2026-08-08 13:36:27